საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023 წლიდან დღემდე თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში თანამშრომლობს შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორთან ბერნ ცინთან და მის გუნდთან. თამნამშორმლობა მოიცავს პროფესორების და სტუდენტების გაცვლით ვიზიტებს და დოქტორანტთა საერთაშორისო სემინარს, აგრეთვე,  სამეცნიერო თანამშრომლობას განათლების ფსიქოლოგიისა და პროფესოიული განათლების სხვადასხვა მომართულებით. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის  მიზანი იყო განათლების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების მიმართულებების პროფესორებისა და სპეციალისტებისთვის სწავლების ციფრული მეთოდების გაცნობა.  შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნდ ცინმა  და მისმა კოლეგებმა – კატარინა კუნცმა, ტობიას ბარსმა და მირა ლეტცელმა ჩაატარეს საჯარო ლექცია და  პრაქტიკული ვორქშოპი, რომელთა თემატიკა პირდაპირ ეხმიანებოდა თანამედროვე განათლების გამოწვევებსა და ტექნოლოგიური პროგრესის საჭიროებებს; შტუტგარტის უნივერისტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საჯარო ლექცია, სახელწოდებით  „დიჯიტალიზაცია და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლასა და სწავლებაში“  და სამი ვორქშოპი: „360°-იანი პროფესიული ხედვა და ვიდეოები ვირტუალურ რეალობაში“, „ციფრული თამაშები განათლებაში InCoLearn გამოყენებით“ და „AI-ინსტრუმენტები განათლებაში: უპირატესობები და ნაკლოვანებები“. აღნიშნულმა აქტივობებმა საშუალება მისცა მონაწილეებს პრაქტიკულად დაენახათ ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალი საგანმანათლებლო გარემოში. პარალელურად, შედგა შეხვედრები თსუ-სა და შტუტგარტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის, სადაც დაიგეგმა მომავალი ერთობლივი კვლევა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები. ღონისძიება განხორციელდა ერაზმუს+ ინსტიტუციათა შორის შეთანხმების გრანტის მხარდაჭერით.

 

შემგომ ეტაპზე, მეორე ვიზიტის ფარგლებში, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვივნენ შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორი მარკუს ბრენდლი და მკვლევარ-ასისტენტები – ქრისტინა სოტირიადუ, ეველინ ჰოფარტი, კატარინა კუნცი და ტობიას ბარი. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სტატისტიკური პროგრამა R-ის ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა მიმართულების წარმომადგენლებმა, როგორც სტუდენტებმა, ისე აკადემირმა პერსონალმა. სტუმრებმა მონაწილეებს გააცნეს R-ის ძირითადი ფუნქციები და კვლევით პროცესში მისი გამოყენების შესაძლებლობები.

 

ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სესია (დოქტორანტთა  სემინარი), სადაც შტუტგარტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტება ერთმანეთს წარუდგინეს სადისერტაციო თემები, კვლევის მიზნები და შედეგები და დოქტორანტებმა მიიღეს რეკომენდაციები. სესიის დასასრულს, მონაწილეებმა განიხილეს სამეცნიერო და პედაგოგიური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

 

ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში აკადემიური განვითარების შესაძლებლობა: გამოცდილება შტუტგარტის უნივერსიტეტიდან

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა, მარიამ ბაკაშვილმა, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სრული სემესტრი გაატარა შტუტგარტის უნივერსიტეტში.

 

სტუდენტის აკადემიური მასპინძელი იყო Department of Vocational Education focused on Teaching Technology (BPT), კერძოდ,  პროფესორი ბერნდ ცინი და მისი გუნდი, რომელიც ფოკუსირებულია განათლებაში ტექნოლოგიების როლის შესწავლაზე.  

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტს ჰქონდა წვდომა შტუტგარტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და კვლევითი მონაცემთა ბაზებზე, რამაც ხელი შეუწყო სადისერტაციო ნაშრომის გაძლიერებას და აქტუალური აკადემიური წყაროების გამოყენებას.

 

გარდა ამისა, პროგრამის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა მულტიკულტურული აკადემიური თანამშრომლობა, რომელიც შესაძლებელი გახდა შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორებთან, მკვლევარებთან და დოქტორანტებთან აქტიური კომუნიკაციის გზით. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კვლევითი ხარისხი, სხვადასხვა საერთაშორისო პერსპექტივის გათვალისწინებისა და იდეების გაცვლის საფუძველზე.

 

ასევე, სტუდენტმა მიიღო შესაძლებლობა გაცნობოდა შტუტგარტის უნივერისტეტში  სწავლა-სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.

 

 

კოლოქვიუმის სერია

 

სემესტრის განმავლობაში გაიმართა რამოდენიმე აკადემიური შეხვედრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კოლოქვიუმების სერია, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც შტუტგარტის უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ასოცირებული პროფესორები. შეხვედრის ფარგლებში, თავისი კვლევები წარადგინეს შტუტგარტის უნივერსიტეტის დოქტორანტებმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მარიამ ბაკაშვილმა. განხილვის პროცესში მოხდა საინტერესო და ღირებული აკადემიური უკუკავშირის გაცვლა, რაც დაეხმარა სტუდენტს სადისერტაციო ნაშრომის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და მისი კვლევითი ჩარჩოს გამყარებაში.    ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შტუტგარტის უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსთან ინტერაქციამ.

 

გაცვლითი პროგრამა ასევე მნიშვნელოვანი იყო აკადემიური კონტაქტების გაძლიერებისთვის, რაც, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს სამომავლო თანამშრომლობას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. შტუტგარტის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობამ მნიშვნელოვნად გაამყარა სტუდენტის აკადემიური და პროფესიული ხედვა.

 

 

ნინო ბოკუჩავა - შტუტგარტის უნივერსიტეტში სწავლასა და გამოცდილებაზე

გერმანიაში  სწავლა მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა ჩემი კარიერისა და პიროვნული ზრდის გზაზე. ფსიქოლოგია ჩემთვის არის პასუხების ძიება იმ უხილავ პროცესებზე, რომლებიც ადამიანის ქცევასა და გრძნობებს განსაზღვრავს - ამიტომ მისი მეცნიერული საფუძვლების შესწავლა თავიდანვე მიმზიდველი იყო. გერმანია, როგორც ფსიქოლოგიის აკადემიური სამშობლო, ქმნის იდეალურ სივრცეს ამ ცოდნის გასაღრმავებლად. სწორედ ამიტომ წავედი შტუტგარტის უნივერსიტეტში, განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სრულად პასუხობდა ჩემს აკადემიურ და პროფესიულ ინტერესებს.

 

სწავლის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსალური დიზაინის პრინციპებს (UDL), რომელიც გულისხმობს მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებების სრულად გათვალისწინება ხდება.

 

პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) განათლების სფეროში და იმ ეთიკურმა  ასპექტებმა  როგორებიცაა:  მონაცემთა კონფიდენციალურობა, ალგორითმული ობიექტურობის შენარჩუნება და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დაცვა.

 

ამის საფუძველზე დავრწმუნდი, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებმა და უნივერსალური სწავლების პრინციპებმა ხელი შეუწყონ ფსიქოლოგიის განვითარებას - გახადონ ის უფრო ადაპტირებული და ეფექტური დისციპლინა, რომელიც უკეთ უპასუხებს განათლების თანამედროვე გამოწვევებს.

 

შტუტგარტში ცხოვრება ჩემთვის გამორჩეული გამოცდილებაა. სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტთან ურთიერთობა არა მარტო სასწავლო პროცესს  ხდის უფრო საინტერესოს, არამედ მულტიკულტურულ სხვაობებში ძალიან ბევრ გამაერთიანებელსა და საერთო ინტერესებს აყალიბებს. ბევრ მათგანს გაუჩნდა ინტერესი ქართული ფსიქოლოგიის სკოლისა და ჩვენი ქვეყნის კულტურულ - ისტორიული ღირებულებების გაცნობის.

 

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანს ქალბატონ მზია წერეთელს,  ასევე ჩემს ლექტორებს, რომლებმაც არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა შემძინეს, არამედ მყარი საფუძველი შემიქმნეს  პროფესიული განვითარებისათვის.